რუსთავი 2-ის საქმე

ნაცვლიშვილი: საქართველო ევროპას ხვდება ამ ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებით

მე ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ძალიან სამწუხარო დრო, რომელსაც ეს [თამაზ ურთმელიძის] გადაწყვეტილება განზრახ თუ განზრახვის გარეშე ემთხვევა. მე მინდა გითხრათ, რომ ორშაბათს და სამშაბათს საქართველოში ძალიან მაღალი დონის კონფერენციაა დაგეგმილი, სადაც ჩამოდიან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები ევროკავშირიდან და ასევე ევროსაბჭოდან, რომელთა აზრი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, დემოკრატიაზე, რეფორმებზე შეიძლება იყოს გადამწყვეტი ამ ქვეყნის მომავლისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირებისთვის, ვიზალიბერალიზაციისთვის და აი, ამ ფონზე საქართველო ხვდება ამ თანამდებობის პირებს და ევროპას, რომელიც ჩამოდის თავისი ფეხით საქართველოში, ხვდება აი, ამ ძალიან სამარცხვინო, ძალიან საეჭვო გადაწყვეტილებით. ეს არის ძალიან ცუდი ამ ქვეყნის დღევანდელობისთვის და განსაკუთრებით ძალიან ცუდი შეიძლება გახდეს ამ ქვეყნის მომავლისთვის. 

საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები