თბილისის ნაწილს დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანის, საბურთალოს, ვაკის, სამგორის, ნაძალადევისა და ისნის რაიონებს.
ვაკის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. სამგორის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ნაკადულის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ყაზბეგის გამზირის, სოფელ დიღომის, დიდი დიღმის I, II და IV მიკრორაიონების, 26 მაისის მოედნის, მიხეილ თამარაშვილის, საბურთალოს, ანტონოვსკაიას, კარტოზიას, ნუცუბიძის, ასათიანის, ზემო დელისის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის, ღრმაღელის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს. ისნის რაიონში კი, 11:00-დან 13:00 საათამდე - კახეთის შესახვევის მაცხოვრებლებს.
გარდა ამისა, წუხელ, 02:30-დან 07:00 საათამდე დენი არ ჰქონდა წერეთლის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის თევდორე მღვდლის, გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ცაბაძის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ბაქოს, დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, სურამის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელ გლდანის, გლდანის მასივის I, II, IIIა, V, VI მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ვეკუას, შეშელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში კი, 01:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო პეკინის გამზირის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.





