საქართველოს შეუქცევადმა ნაბიჯებმა ევროპული ღირებულებებისაკენ გამოიწვია რუსეთის ახალი რეაქცია, რაც აშკარად ანალიზს ექვემდებარება. ეს ეხება არა მარტო უკანონო ხელშეკრულებებზე მუშაობას და ხელმოწერას, არამედ მავთულხლართებს და სხვა მიმართულებებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ რუსეთი შეშფოთებულია იმ დაახლოების ტენდენციით, რაც იგრძნობა ქართულ-აფხაზურ თუ ქართულ-ოსურ საზოგადოებებში. ეს ნამდვილად არის და ჩვენ ნამდვილად მოვახერხეთ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა... რუსეთი ეჭვიანობს და მის დეკლარირებულ პოზიციებს გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებს, ვინაიდან იგივე რუსეთის პირველმა პირებმა არაერთხელ გააჟღერეს, რომ მიესალმებოდნენ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებს, მაგრამ სინამდვილეში ნებისმიერი ასეთი ნაბიჯების ბლოკირებას ვაწყდებით
tbl.ge/y8b
დაკოპირდა

თქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- შვიდკოი: უაზრობა იქნებოდა რუსეთ-საქართველოს კულტურული კავშირის გაწყვეტა
- შვიდკოი: სტურუას დადგმის ნახვა ისე მინდოდა, თბილისში ჩამოსვლა ღონისძიებას დავამთხვიე
- "კულტურას ჩვენს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია "- თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
- ზახაროვა: საქართველომ, EU-ს უხეში ზეწოლის მიუხედავად, მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია
- სებ-ს ჰქონდა რეაგირება, დანარჩენი საინტერესო არაა – კობახიძე სანქცირებულ კომპანიებზე




