განზრახ მკვლელობა

ქუთაისში 18 წლის ბიჭი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქუთაისში 18 წლის ბიჭი მოკლეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული შავლეგ გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1997 წელს დაბადებულ გიორგი გ-ს, რის შედეგადაც დაჭრილი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

კომენტარები