მინდა, პარტიის სახელით გამოვეხმაურო ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. პირველ რიგში, კითხვა, რომელიც უნდა დაისვას - რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე? რატომ შეიქმნა ეს დაძაბული ვითარება? რატომ ვიმყოფებით იმ კრიზისში, რომელშიც დღეს ვართ? პასუხი არის ერთადერთი და მარტივი - ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს ჩვენ თვალწინ, ამ დღეებში, მთავრობა ცდილობს, ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2. ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სრულიად ნათელია - მთავრობა ქიბარ ხალვაშის და მოსამართლე ურთმელიძის ხელით ებრძვის ქვეყანაში ქვეყნის სიტყვის თავისუფლებას, ებრძვის ქვეყანაში დემოკრატიის და თავისუფლების ფუნდამენტს და ამ ყველაფერმა ქვეყანა და საზოგადოება მიიყვანა დაპირისპირების ძალიან სერიოზული საფრთხის და რისკის წინაშე. ამიტომ, პირველი და მთავარი კითხვა, რატომ არის ქვეყანაში კრიზისი და დაძაბულობა, საჭიროებს მხოლოდ ერთ და მარტივ პასუხს - მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობამ დაიწყო შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად და, შესაბამისად, სიტუაციის განმუტვა დამოკიდებულია ამ პროცესის შეჩერებაზე.
ბაქრაძე: რატომ ვიმყოფებით კრიზისში? იმიტომ, რომ მთავრობა ებრძვის რუსთავი 2-ს
tbl.ge/oe8
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საგანგებო ბრიფინგზე.




