გავრცელებული საუბრის შინაარსი არანაირად არ ხსნის ყველა იმ კითხვას და ეჭვს, რაც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არსებობს - მოსამართლის მიუკერძოებლობას, პროკურატურის მხრიდან ზეწოლებზე და ა.შ. პირიქით, ეს ადასტურებს, რომ გვარამიას მართლაც აშანტაჟებდა ხელისუფლება ამ ჩანაწერებით. ასევე, თუ ჩანაწერები გაკეთებულია კანონის დარღვევით, 1. ის ვერ გახდება მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე; 2. ეს დაადასტურებს იმას, რასაც "ეს შენ გეხებას" მონაწილეები ვამბობდით - რომ უკანონო მოსმენები გრძელდება. საუბრის შინაარსი შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ ამან არ უნდა გადაფაროს ის, რომ უკანონო მოსმენა არის დანაშაული, რაზეც უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი და ამასთან - პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს განმარტებები. ამასობაში, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის ნორმალური განვითარების პერსპექტივა, აუცილებელია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ რწმენა, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მონაწილე და შემოქმედი პირები და არ ვართ ინსტრუმენტი ვინმეს ხელში! ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს/ხელისუფლებას, მაგრამ ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას და ყველა სხვა აქტორს საზოგადოებრივ ასპარეზზე.
tbl.ge/tvu
დაკოპირდა

წერს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი Facebook-ში.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი: დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში
- გომელაური მასალებზე: რა პასუხისმგებლობა ავიღო, მოხდა რამე? დავაშავეთ რამე?
- სუს-ის უფროსი: სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში
- სუს-ის უფროსი მასალებზე: მე რა შუაში ვარ?!
- ნონიაშვილი მასალებზე: ოცნებამ ააწყო ბოროტების მანქანა, რაზეც პასუხისმგებელია მთლიანი პარტია




