ჩინეთი

ჩინეთი „ერთი ბავშვის“ პოლიტიკას წყვეტს

AFP

კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით, ჩინეთი „ერთი ბავშვის“ პოლიტიკას წყვეტს. BBC-ის ცნობით, ამიერიდან, ყველა წყვილს ექნება უფლება, იყოლიოს ორი ბავშვი.

გადაწყვეტილება პარტიის ცენტრალური კომიტეტის 4-დღიან შეხვედრაზე მიიღეს, სადაც ჩინეთის შემდგომი ხუთი წლის განვითარების გეგმა განიხილეს.

ჩინეთში შობადობის შემცირების და მოსახლეობის ზრდის შენელების პოლიტიკა 1979 წელს მიიღეს. „ერთი ბავშვის“ პოლიტიკის შედეგად, არ დაიბადა 400 მილიონი ბავშვი. პოლიტიკის დამრღვევი წყვილები ისჯებოდნენ ჯარიმებით, სამუშაოს დაკარგვით ან იძულებითი აბორტით.

კომენტარები