რა თქმა უნდა, ვერ გავიზიარებ იმ კრიტიკას, იმ აზრს, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დგას ამ პროცესების უკან ან რაიმე ფორმით არის ჩართული რუსთავი 2-ის პროცესებში. რომელ ხელისუფალს, მით უმეტეს ჩვენნაირ დემოკრატიულ ხელისუფალს შეიძლება, აწყობდეს 3 წლის თავზე, 3 წლის თავზე, მეგობრებო, ამგვარი ქმედებების განხორციელება? მე ამაში ვერ ვხედავ და ვერცერთი ნორმალური, საღად მოაზროვნე ვერ დაინახავდა რაციონალურ აზრს. რატომ უნდა მოუნდეს ან ჰქონდეს სურვილი ჩვენს ხელისუფლებას, მაშინ, როცა ასე გაამარტივა საქართველოში ტელევიზიის გახსნის პროცედურები. რა აზრი აქვს, დავუშვათ, თეორიულად რომც ჰქონდეს ვინმეს აზრი ჩვენს მთავრობაში რუსთავი 2-ის ან ხელში ჩაგდების, ან დახურვის, რა აზრი აქვს ამას, მეგობრებო? ხვალ შეიძლება, გაიხსნას ძალიან მარტივად რუსთავი 5 და არავითარი პრობლემა არ არის. პირიქით, ჩვენ დავეხმარებით. ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი ტელევიზია გაიხსნას, რაც შეიძლება, მეტი თავისუფლება იყოს, მეტი სააგენტო და გაზეთი იყოს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს სიმართლე, მეტი ინფორმაცია. ინფორმაცია შეიძლება იყოს ობიექტური, სუბიექტური, მიკერძოებული და მიუკერძოებელი. მაგრამ ჩვენ, ჩვენს მთავრობას და მე, როგორც პრემიერმინისტრს, მინდა, განვაცხადო კიდევ ერთხელ მტკიცედ, რომ ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს არ შეიზღუდოს რაიმე ფორმით მედიის ფუნქციონირება, მიუხედავად იმისა, ჩვენ ვეთანხმებით თუ არა ტელევიზიებში გასულ ძალიან მიკერძოებულ, სუბიექტურ სიუჟეტებს. ეს არის მეასეხარისხოვანი და ასეც უნდა იყოს.
tbl.ge/bse
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი ორის საქმეზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




