რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი რუსთავი 2-ს: თუ კამერები გაწუხებთ, მოითხოვეთ და მიიღებთ შედეგს

თუ ეს კამერები აწუხებს ტელევიზიას, უნდა მოითხოვოთ და კანონი არსებობს ამის შესახებ. უნდა მოთხოვოთ და თქვენ გაქვთ საშუალება, ჟურნალისტები ხართ, საკმაოდ აქტიურები და გააგრძელეთ, სანამ არ მიიღებთ შედეგს. თუ არის რაიმე სახის უკანონობა, აუცილებლად შედეგი უნდა დადგეს. მე როგორც განმარტებებში ვნახე, ეს არის ეზოში და მხოლოდ უსაფრთხოებისთვის არის დაყენებული ისევ ტელევიზიის. ეს არ შედის შიგნით და შიდა სამზარეულოს არ უყურებს ეს კამერები და არ ამოწმებს და არ აკონტროლებს არავის. მაგრამ თუ ეს კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, რამდენადაც ძალიან დიდია აჟიოტაჟი. მე ესე წარმომიდგენია მოტივაცია, ვინც დააყენა ეს კამერები, რომ გადაჭარბებულია აჟიოტაჟი თქვენი ტელევიზიის ირგვლივ და ისევ იმ პარტიული ორგანიზაციის, იმ ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ეს ზედმეტად ანგაჟირებული.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ამბოხის მცდელობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რუსთავი 2-ში დაყენებულ ვიდეოკამერებზე.

კომენტარები