რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა მეც არ მომწონს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტელევიზია უნდა დაიხუროს. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. მე ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო ტელევიზია. მაგრამ ეს არ მოდის კანონთან წინააღმდეგობაში. კიდევ შეუძლიათ, მეორეც და მესამეც... ეს ნორმალურია. ყველაფერი უნდა იყოს, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. მედიას უნდა ფრთხილად მოვეკიდოთ. "დახურვა" და "გაუქმება" ტერმინები არცერთ შემთხვევაში არ უნდა ვიხმაროთ. ბევრი რამე არ მომწონს. იმიტომ, რომ არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ინფორმაცია ძალიან ხშირად გამოდის თქვენი ტელევიზიიდან. რა თქმა უნდა, საწყენია. ნათელაშვილმა მოიყვანა ბავშვები და რუსთავი 2-ის, ნაციონალური მოძრაობის დალაგებული იყო, "ბიძინა ბიძია, დაგვიბრუნე ბავშვობა" - ბავშვებს. არადა, სწორედ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის გავაკეთე. და ისე დაამახინჯეს, ისე ააყირავეს. ეს, რა თქმა უნდა, შემაწუხებელია. რა თქმა უნდა, ეს ცუდია. მაგრამ იყოს ამაზე უარესიც, მაგრამ არავინ არ უნდა გაბედოს და არ უნდა თქვას, რომ არ უნდა იყოს. უნდა იყოს ყველანაირი აზრი, ყველანაირი ჟურნალისტიკა, ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, საზოგადოებამ დახვეწოს და აირჩიოს, რა უნდა და როგორ უნდა და საზოგადოებამ გაფილტროს. მაგრამ ის, რომ რაღაც არ მოსწონს მე, სხვას თუ თოფაძეს და ამის გამო უნდა დაიხუროს, ღმერთმა დაგვიფაროს.
tbl.ge/5up
დაკოპირდა

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსთავი ორზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




