პატრიარქთან შეხვედრა

პრეზიდენტი პატრიარქს: დიდი მადლობა უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის

მინდა, მადლობა გითხრათ იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც თქვენ გაქვთ ჩვენს ერსა და საზოგადოებაში მშვიდობის, შეწყნარების, ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის ღირებულებების ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებისათვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს. ამ ბოლო ქადაგებისასაც, თქვენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში. დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე და პოლიტიკოსი, როგორც ყოველთვის, თქვენს სიტყვას მიიჩნევს უმნიშვნელოვანესად და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მოახდენს მომავალშიც ჩვენს ცხოვრებაზე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ საქართველოს პატრიარქს შეხვდა.

კომენტარები