ბატონ დავითს ამ საკითხში ვერ დავეთანხმები იმიტომ, რომ საგამოძიებო ორგანოებს, უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ თავისი ვალდებულება. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ გარკვეულ პოლიტიკურ რისკებზე, იმიტომ რომ პოლიტიკოსები ვართ, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურებს თავისი ვალდებულება აქვთ აპოლიტიკური და როდესაც ასეთი ინფორმაციის გაჟღერება ხდება, მათ რისკების დაზღვევის მიზნით, ვალდებული არიან, როცა საქმე ეხება ძალიან საშიშ მოქმედებებს, ვალდებული არიან, იმოქმედონ. თუ არ დადგინდა, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაცა საბოდიშო ექნება. პირიქით, მადლობა გადავუხადოთ, რომ დროულად იმოქმედონ და დროული რეაგირება მოახდინონ.
სესიაშვილი უსუფაშვილს: უსაფრთხოების სამსახურებს თავისი ვალდებულება აქვთ
tbl.ge/9ma
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე. დავით უსუფაშვილის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ თუ სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიება მხოლოდ wikileaks.center-ზე გამოქვეყნებული მასალის გამო დაიწყო, "დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთი გამოძიება დაიწყო ასეთ დოკუმენტზე".




