ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მომდის ხმები, რომ მე თითქოს მხარს ირმა ინაშვილს ვუჭერ

რა თქმა უნდა, ეს ესე არ არის, რა თქმა უნდა, ხიდაშელი გახლავთ კოალიციის კანდიდატი და არა რესპუბლიკური პარტიის, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წევრია და ამაში ცუდი არაფერი არ არის. მეც მომდის ხმები, რომ არის სპეკულაციები მსგავსი, რომ თითქოს მე მხარს ვუჭერ ირმა ინაშვილს და არა ხიდაშელს ეს არაფერ კავშირში არ არის სინამდვილესთან მე მხარს ვუჭერ და თუ თქვენი არხითაც მივმართავ საგარეჯოელებს, რომ მხარი დაუჭირონ ხიდაშელს, რომელიც არის ჩემი ჩამოყალიბებული პარტიის წევრი და მისგან წამოყენებული კანდიდატი რესპუბლიკური პარტიაც არის კოალიციაში და გამოცდილი პარტიაა. მე მართალი გითხრათ პატრიოტთა ალიანსს კარგად არც ვიცნობ, წესდებაც არ წამიკითხავს მათი და შესაბამისად, გამორიცხულია, რომ მხარი დავუჭირო ნებისმიერ მათ კანდიდატს. 

ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილი მისი და პატრიოტთა ალიანსის შესაძლო კავშირზე.

კომენტარები