ჯერჯერობით უცნობია, შეხვდებიან თუ არა პრეზიდენტს კონსულტაციებისთვის მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ისინი ადმინისტრაციაში გუშინაც მიიწვიეს, თუმცა, არ მივიდნენ. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას მმართველ გუნდში დღეს, უმრავლესობის სხდომაზე აპირებენ.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი თვლის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და პოლიტიკურ კრიზისი ქვეყანაში არ არის, შესაბამისად, ისინი კონსულტაციის მიზეზს ვერ ხედავენ.
ნაწილი კი, მაგალითად, ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტი თვლის, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყველას აზრის მოსმენა სურს, ის ამ შეხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს.
პრეზიდენტი დღეს უკვე შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.





