ტერორიზმი

ნიგერიაში მომხდარმა ტერაქტმა 18 ადამიანი იმსხვერპლა

AFP

ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში მომხდარმა ტერაქტმა სულ მცირე 18 ადამიანი იმსხვერპლა. შემთხვევა მეჩეთში მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

თვითმხილველის თქმით, მეჩეთში მხოლოდ ერთი თვითმკვლელი ტერორისტი იყო, თუმცა "ჩვენ ყველამ გავიგონეთ ორი აფეთქების ხმა".

ტერაქტის ორგანიზება ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას, "ბოკო ჰარამს" დაბრალდა.

მანამდე, მაიდიგურუში "ბოკო ჰარამის" თვითმკვლელი ტერორისტების სამმა აფეთქებამ 7 ადამიანი იმსხვერპლა.

როგორც ცნობილია, "ბოკო ჰარამის" მებრძოლები „ისლამურ სახელმწიფოს" დაუკავშირდნენ და დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე ისლამური ხალიფატის ხელახლა შექმნას აპირებენ.

კომენტარები