17 მაისი

2013 წლის 17 მაისის საქმეზე სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა

ნეტგაზეთი

2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მამა იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებულები სასამართლომ სრულად გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება 161-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

17 მაისის აქციაზე თავდაპირველად ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში, შემდეგ ერთ-ერთ სასულიერო პირზე, მამა ანთიმოზზე სამართალწარმოება შეწყდა.

კომენტარები