ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პრემიერი ენმ-ის ოფისებზე: ყველას ასეთი რეაქცია ექნებოდა კადრების ნახვის შემდეგ

რა თქმა უნდა, საზოგადოება აღშფოთებული და შოკირებულია იმ ვიდეობით, რაც ნახა. ეს ძალიან კარგად მესმის. ყოველდღე მიდის ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე აგრესიის მიტანა. ეს რეაქცია ჩემთვის გასაგები და ბუნებრივია. ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა ასეთი რეაქცია ამ კადრების ნახვის შემდეგ, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ წესრიგი, კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს პროტესტის გამოხატვა და რეაქცია არ უნდა გადავიდეს მის მიღმა. ეს მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ, დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლებაც. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ამით არ ვახალისებ ძალადობას, თუმცა, მე არ მაქვს უფლება, ავუკრძალო ადამიანებს, გამოხატონ თავიანთი აზრი.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენმ-ის რეგიონულ ოფისებზე თავდასხმის შესახებ.

კომენტარები