ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრებს ოფისი წითლად შეღებილი დახვდათ. ინტერპრესნიუსის ცნობით, ოფისის კედლებზე არის წარწერები - "მკვლელები", "ქათმების საქათმე".
ბოლო რამდენიმე დღეა, წამების და სექსუალური ძალადობის შემცველი კადრების გავრცელების და საჯარო ჩვენების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ოფისებზე თავდასხმები დაიწყო. გუშინ, ლანჩხუთის რეგიონული ოფისის შესასვლელი შეადუღეს. წინა დღეებში კი, შეღებეს და კვერცხები ესროლეს ქუთაისის, გორის, ბათუმისა და ოზურგეთის რეგიონულ ოფისებს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ენმ-ის ლიკვიდაციას ითხოვენ.





