თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია თელასის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ზემო ვეძისის, არდაზიანის, ვაზისუბნის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, შარტავას, ჩიქოვანის, არშბას, ბუდაპეშტის და ბერიტაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის, ჩაისუბნის და ბუხაიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, გუდაურის და ჯანაშიას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის და აბანოს ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას V ქუჩის, ბარისახოს, უწერის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, კუიბიშევის, ულიანოვის, მიხაკო წერეთლის, ანდრონიკაშვილის და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი, გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის, ქერჩის, ვეკუას, თიანეთის და ხიზანბარელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ალიხანიანის, ფაღავას და ლაგოდეხის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები