კალაძე: Gazprom-თან ხელშეკრულება დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს

კახა კალაძე
facebook.com/kakhakaladzeofficial

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, Gazprom-თან მოლაპარაკებები დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა და რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები იმისთვისაა აუცილებელი, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში 35-38 %-ით არის ბუნებრივი აირის მოხმარება გაზრდილი. ეს მეტყველებს უკვე იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს აუცილებლობა დამატებითი მოცულობების შემოტანა მოვახერხოთ იმისთვის, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შევქმნათ ბუნებრივი აირის... უკვე გვაქვს დეფიციტი ამ მიმართულებით და გადასული ვართ 2016 წლის იმ მოცულობებზე, რომელიც საქართველოს უნდა დარჩეს. იმ მოცულობების გახარჯვა გვაქვს დაწყებული," - აღნიშნა მინისტრმა იმედის ეთერში. 

კომენტარები