ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ქუთაისში, გორში, ბათუმსა და ოზურგეთში პარტიის რეგიონული ოფისები დაარბიეს.
"ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ოფისებზე შეტევა. ამ ყველაფერში პირადად ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ. დიდი ნაბიჯებით დიქტატურისკენ", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი.





