რუსთავი 2-ის საქმე

ხოშტარია რუსთავი 2-ზე: მთავრობამ ვერ უნდა შეძლოს მოსამართლეებით მანიპულირება

რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ურთმელიძეზე სერიოზულად საუბარი როგორც მოსამართლეზე ამ პროცესში წარმოუდგენელია, იმდენი ფაქტი დაიდო, რომ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შემთხვევაში ეს ურთმელიძის პრობლემა კი არ არის, ეს სიტუაცია ავლენს, რომ მთავრობა მანიპულირებს მოსამართლეებით. რაც მთავარია, მთავრობას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოახდინოს ამ მოსამართლით თუ სხვა მოსამართლეებით მანიპულირება. ურთმელიძის აცილება რომც მოხდეს, ეს არ არის ამ პროცესის დასასრული.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარები