ენერგეტიკა

ბერიტაშვილი: გაზპრომი ეს არის პუტინი - პუტინი ეს არის გაზპრომი

გაზპრომი ეს არის პუტინი. პუტინი ეს არის გაზპრომი. თავიდანვე, როცა ბაქოში დაიწყო ეს ნავთობის ბუმი, მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველო იყო აზერბაიჯანთან ერთად იმპერიის შემადგენლობაში. საქართველო იყო გასავალი დიდ მსოფლიოში. პირველი პროდუქტი ნავთობის, ბათუმში აქლემებს გადაჰქონდათ ქარავანით. ამიტომ ეს ტანდემი, აზერბაიჯანი-საქართველო, ეს არ არის უბრალოდ გამყიდველსა და მყიდველს შორის, იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ვართ დამოკიდებული აზერბაიჯანის ბუნებრივ რესურსებზე, ზუსტად ასევე აზერბაიჯანი არის დამოკიდებული ჩვენზე, რომ გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე თავისი პროდუქტი. ის ნოვოროსიისკის ხაზი, რომელიც არსებობს, გასაგებია რომ მთელი მსოფლიო გაურბის ახლა ურთიერთობას რუსულ კომპანიებთან. სწორედ ეს არჩევანი აზერბაიჯანმა გააკეთა, რომ ყველაზე სტაბილური, ყველაზე ნორმალური მომხმარებელი იქნება საქართველო. ამიტომ, ეს არ არის უბრალო ურთიერთობა, ორივენი ვჭირდებით ერთმანეთს. ამ დროს თამაშში შეყავს საქართველოს „ბრძენ" ხელისუფლებას კაპრიზიანი და ისტერიული მოთამაშე გაზპრომის სახით

პოლიტოლოგი დავით ბერიტაშვილი გადაცემაში თეორემა

კომენტარები