რუსთავი 2-ის საქმე

ლორთქიფანიძე: პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევით

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც არ ერევა პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებებში. მე როგორც დაზარალებული, ჩემთან მოვიდნენ წარმომადგენლები და მივეცი ჩვენება, თუ რა იყო და რა მოხდა. მე ვთქვი ის, რაც იყო. სასჯელის ზომა არის პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. მათ შეუძლიათ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრონ. მე მინდა იმედი დავიტოვო, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ ღრმა შეცდომაში შეიყვანა, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან იმ დოზით, რომ პროკურატურას და სასამართლოს მიეცემა საშუალება, მათ მიმართ უფრო რბილი ფორმა იყოს გამოყენებული. არც მე არ მომწონს, რომ ადამიანები საპატიმრო დაწესებულებაში ხვდებიან, მაგრამ ჩვენ პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე რუსთავი ორის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეფარდებაზე. კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები