თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. თელასის ცნობით, კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: I და II ხეივნის და დიდი ხეივნის II, III ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭილაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების , ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, იმერეთის, გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ვაზისუბნის I მიკრორაიონის, საექიმოს გასასვლელის, სამხედრო ქალაქის, ნავთლუღის, ბაბისხევის, ჟონეთის და მრევლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს და ქაიროს ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები