რუსთავი 2-ის საქმე

ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერების პროცესი ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება

www.supremecourt.ge

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერების პროცესი ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება. ხვალინდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის დაკავებულ მონაწილეებს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. 

ნიკა ნარსიასა და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. ადვოკატის ინფორმაციით, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე (ხულიგნობის) მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მესამე დაკავებულს, მირიან დეისაძეს, ხულიგნობასთან ერთად, გამოძიება ცემის ფაქტსაც ედავება, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.

დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და შიმშილობენ. ამას გარდა, ქუთაისის მერიასთან პროტესტის ნიშნად კიდევ რამდენიმე ადამიანი შიმშილობს.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეები გუშინ დააკავეს.

კომენტარები