სირიის კრიზისი

რუსეთი სირიის კონფლიქტში ამერიკის მოკავშირეობას განიხილავს

Obama Putin UN
Kevin Lamarque / reuters

რუსეთი განიხილავს ამერიკა-საფრანგეთის მოკავშირეობას სირიაში ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. რუსეთის სამხედრო ძალები სირიის კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვება, თუმცა საჰაერო ოპერაციის ჩატარება განხილვის პროცესშია.

რუსეთის და სხვა ქვეყნების ლიდერების შეხედულებები სირიაში ომის დასრულების შესახებ განსხვავებულია. მოსკოვი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან თანამშრომლობის შეწყვეტა ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

ამერიკის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა კი გაეროში სიტყვით გამოსვლისას სირიის კრიზისის დასარეგულირებლად, ხაზი გაუსვეს პრეზიდენტ ასადის პოსტიდან გადადგომის აუცილებლობას. ამის პასუხად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ “ისინი არ არიან სირიის მოქალაქეები, ასე რომ, სხვა ქვეყნის მმართველობის არჩევაში არ უნდა ერეოდნენ“.  

რუსეთი მზად არის, სამხედრო დანაყოფები გაგზავნოს სირიაში იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გადაწყვეტს სამშვიდობო მისიის გაგზავნას. აღსანიშნავია, რომ ამავდროულად რუსეთი სირიას სამხედრო ძალებით ამარაგებს.

კომენტარები