კრიმინალი

წაღვერში აგარაკის გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავეს

RFE/RL

სამართალდამცველებმა აგარაკის გაქურდვისთვის 1965 წელს დაბადებული მამუკა კ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში, მოქალაქის კუთვნილი აგარაკიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მოიპარა. აგარაკის მეპატრონისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი 5 362 ლარს შეადგენს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები