თბილისის საკრებული

საკრებულოს 5 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო

timer.ge

თბილისის საკრებულოს 5 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო. გადაწყვეტილების თანახმად, 2013 წლის სექტემბერში სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები საკრებულომ სამსახურში უნდა აღადგინოს.

"როგორც ისინი ამბობენ, რეორგანიზაცია შედგა, მაგრამ დაუსაბუთებელი იყო ეს რეორგანიზაცია, არ იყო შესწავლილი არც კვალიფიკაცია, არც უნარ-ჩვევები. ჩვენმა ორი წლის სასამართლო დავამ შედეგი გამოიღო და 2015 წლის 25 სექტემბერს, ორ წლიანი ომის შემდეგ, ჩვენი სამსახურში აღდგენა მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად" - ააცხადებს საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი, ნათელა მიშველაძე.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს შეუძლია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

კომენტარები