თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასის ინფორმაციით, ისნის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, წინანდლის, ბაბისხევის, ჟონეთის, მრევლიშვილის, ბუშის, ამირეჯიბის, ტოლენჯის, უშაკოვის, მთისძირის, რატილის, ტვიშის, ყვარლის, მესხეთის, ქვის სახლის და გეზათის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს. კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება აბესაძის, კოტე აბხაზის და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება თემქის დასახლების Xა და Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, ხევძმარის, ცოტნე დადიანის, ჩაქვის, ნიკო მარის, წიკლაურის, მანჯგალაძის, ჯანელიძის, ხევსურეთის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჯინის, გულრიფშის, კამალოვის, საჭილაოს, გომბორის და ლიკანის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, თამარაშვილის და ენგურის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, აღმაშენებლის ხეივნის მე-11, მე-12 კილომეტრების და დავარის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნებათ ხეხილ-სანერგე მეურნეობის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მესამე მასივის VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილი-3, I და IIIა მიკრორაიონის, ჭიჭინაძის, კალოუბნის და შუამთის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.

კომენტარები