ლარის გაუფასურება

ქადაგიძე: ორნიშნა ინფლაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკი

"ორნიშნა ინფლაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ქადაგიძემ რეფინანსირების განაკვეთის შესაძლო ზრდის საკითხზე საუბრისგან თავი შეიკავა. თუმცა, აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს.

"სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე რიგ საქონელზე ფასები იზრდება, მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ საგარეო ფაქტორები ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ინფლაციის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დიდ ტვირთად არ დააწვეს ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც გაზრდილი სესხის რაოდენობა, სამწუხაროდ, ისედაც ძალიან დიდი პრობლემებს უქმნის.

წინასწარ არ მინდა საუბარი იმაზე, მოიმატებს თუ არა რეფინანსირების განაკვეთი. მოგეხსენებათ, ხვალ არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, მაგრამ როგორც ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, ჩვენ გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას", - განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები