კრიმინალი

ფოთში ორი ადამიანი დაჭრეს

Getty Images

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ფოთში ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ სათამაშო აპარატთან მოხდა. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმხილველები ამბობენ, რომ 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ სავარაუდოდ თანხა წააგო. საქმეში ახალგაზრდის მამა ჩაერია და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა. როგორც თვითმხილველები ინტერპრესნიუსთან საუბარში ყვებიან, სავარაუდოდ, მოზარდის მამამ სათამაშო აპარატის თანამშრომელი გოგო დაჭრა, ასევე, დაჭრილია თავად მოზარდიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსამსახურში განუცხადეს გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს და შემთხვევა სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

კომენტარები