გიგი უგულავა

უგულავა: ღარიბაშვილის ქმედებას ყოველთვის ექნება ლეგიტიმურობის პრობლემა

info9.ge

გიგი უგულავამ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებებს ლეგიტიმურობის პრობლემა ყოველთვის ექნება. უგულავას თქმით, ასევე გაურკვეველია თუ ვინ და რატომ აირჩია ღარიბაშვილი თანამდებობაზე.

"ეს კაცი დადის, იბღინძება, ყველას აგინებს. რატომ - კაცმა არ იცის. ბუნებრივია, მოქალაქეებს გაუჩნდებათ განცდა ვინ არის ეს ადამიანი? ვინ აირჩია? რა უნდა? რატომ ილანძღება? მის ქმედებას ყოველთვის ექნება ლეგიტიმურობის პრობლემა, ის ხომ ფორმლურადაც არავის აურჩევია. იცოდა ვინმემ ამ ადამიანის შესახებ რამე? ხალხმა ივანიშვილი აირჩია და ხალხი დღეს ითხოვს ბიძინა ივანიშვილს,“ - ამბობს გიგი უგულავა.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო, იქამდე ის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. 2006 წელს კი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი იყო, იმ პერიოდში საქართველოში სან-მარინოს საპატიო კონსული ბიძინა ივანიშვილი იყო.

კომენტარები