NATO-საქართველო

იენს სტოლტენბერგი გიორგი მარგველაშვილს გამორჩეული სადილისთვის მადლობას უხდის

გიორგი მარგველაშვილი; იენს სტოლტენბერგი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. სტოლტენბერგი მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ამბობს, რომ მოხარულია, რომ  საქართველოში ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო. სტოლტენბერგი გიორგი მარგველაშვილს გამორჩეული მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

"მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ჩემი და ჩემი დელეგაციის მასპინძლობის გამო; განსაკუთრებით კი, იმ გამორჩეული სადილისათვის, რომლითაც თქვენ გამიმასპინძლდით. ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საუბარი NATO-საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. მადლობელი ვარ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ თქვენ მიერ გაზიარებული მოსაზრებებისათვის. ასევე, მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, ერთად ჩაგვეტარებინა „ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის“ ინაუგურაცია, რომელიც NATO-საქათველოს  არსებითი პაკეტის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. საქართველო რჩება NATO-ს მთავარ პარტნიორად, როგორც ჩვენი საერთო მიზნების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და ალიანსის წევროპის ასპირანტი ქვეყანა." - წერია იენს სტოლტენბერგის წერილში.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში 26-27 აგვისტოს იმყოფებოდა, მან შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა. სტოლტენბერგი 27 აგვისტოს "ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის" ინაუგურაციასაც დაესწრო.

 

კომენტარები