რეკლამა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა სპეციალურ მიღებას უმასპინძლა

საქართველოს ბანკი

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა სპეციალურ მიღებას უმასპინძლა, სადაც გააცილა და წარმატება უსურვა იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩივნინგის პროგრამის მეშვეობით 2015/2016 სასწავლო წელს წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.

ღონისძიებაზე განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ჩივნინგის სქემით საქართველოდან სულ უფრო მეტი და მეტი პროფესიონალი და მომავალი ლიდერი მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში. წელს, საქართველოდან 15 სტუდენტი მიდის, მათგან სამს საქართველოს ბანკი სრულად აფინანსებს ჩივნინგის პროგრამასა და საქართველოს ბანკს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო წარმატებულ სტუდენტებს, რომლებიც სულ მალე გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად. წელს ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ პირველად ჩივნინგის საქართველოში არსებობის ისტორიაში, ჩვენ საშუალება გვაქვს 15-მდე პროფესიონალს და მომავალ ლიდერს მივცეთ ბრიტანულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების საშუალება. სამი მათგანი სრულად დააფინანსა საქართველოს ბანკმა, და მე კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა ვუთხრა ჩივნინგის სქემის მხარდაჭერისთვის“, - თქვა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. 

„საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა, რის შედეგადაც დაწესდა საქართველოს ბანკისა და ჩივნინგის ერთობლივი სტიპენდია (Chevening/Bank of Georgia Scholarship). საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ სტუდენტებს, რომელთაც სურთ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება და წარმატებული მომავლის შექმნა. წელს ბანკის დაფინანსებით დამატებით სამი სტუდენტი მიიღებს განათლებას დიდ ბრიტანეთში“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.

კომენტარები