ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, დღეს ლარი დოლართან მიმართებით 1.38 თეთრით გაუფასურდა. შემდეგი სავალუტო აუქციონის შედეგების გამოცხადებამდე ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.4014 ლარი ეღირება. კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში მისი ღირებულება 2-4 თეთრით მეტია. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 2.50 თეთრით გაუფასურდა - ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.6872ლარს შეადგენს. 

გასულ კვირაში 2015 წლის ლარის გაუფასურების მაქსიმალური მაჩვენებელი 2.41 დაფიქსირდა. მთავრობა ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის დროს ელოდა, თუმცა წელს იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტი ხნით რჩება, 0.2%-ით შემცირდა. ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები