თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. თელასის ცნობით, დიდგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს. 

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მშვიდობის ქუჩის (დიდი ლილო), ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ქაიროს ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გრიშაშვილის და ფაბრიკის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მცხოვრებლებს. 

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას შესახვევის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ალექსანდრე ბანძელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, მარჯორი უორდროპის, აჰმად ჯავადის, მანავის, დოდაშვილის, ჩკალოვის, იუნკერთა, ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეჩხუმის, ბახმაროს და გომარეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III, II, IVა და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები