თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. თელასის ცნობით, მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფელ ოქროყანის, პურის მოედნის, გორგასალის, ბეთლემის, საადის, შუშინის, მირზა შაფის, ბოტანიკის, ახუნდოვის, აბანოს, სამღებროს, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ღვინის, ლესელიძის, გომის, ხანძთელის, თონეთის, ასკანის და აბო თბილელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, კოსტავას, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის და გაზაფხულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის და სამგორის რაიონებში 17:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნებათ ორხევის დასახლების, ტოლენჯის, წალენჯიხის და ხარაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მუხიანის I, II მიკრორაიონების, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გორის, ფიფიების, შანავას, ქურდიანის, მაიაკოვსკის, ცაბაძის, ახმეტელის და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 

ჩუღურეთის რაიონში 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათის, ლამის, პისარევის, პაატა სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ასპინძის, ბოდავის, თვალჭრელიძის და ბერიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV და V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს;

11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელ გლდანის, მონადირის შესახვევის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლება XI მიკრორაიონის II კვარტლის, ფეიქრების, ქსნის, ავშნის, გიორგი ავალიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები