კინემატოგრაფია

"კივილისა" და "კოშმარი თელების ქუჩაზე"-ს რეჟისორი უეს ქრეივენი გარდაიცვალა

ignimgs.com

საშინელებათა ჟანრის ფილმების ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი რეჟისორი ვეს კრავენი, 31 აგვისტოს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. კრავენის ფილმოგრაფია შედგება ისეთი ფილმებისგან, როგორიცაა "კივილი" და "კოშმარი თელების ქუჩაზე". ვეს კრავენის ნამუშევრებმა საშინელებათა ჟანრის ფილმებში Slasher-ის მიმდინარეობის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

ვეს კრავენმა ფილმების გადაღება გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, სწორედ კრავენისა და რამდენიმე სხვა რეჟისორის, მათ შორის, ჯონ კარპენტერის ნამუშევრებმა შეუწყო ხელი საშინელებათა ჟანრის ფილმების პოპულარიზაციას.

ვეს კრავენის ოჯახს სამძიმარი უკვე გამოუცხადეს "კივილის" მსახიობმა კორტნი კოქსმა და მისმა კოლეგამ ჯონ კარპენტერმა, 

კომენტარები