თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია თელასის ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, ისნის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სამგორის, ნადარეიშვილის, მეველეს, ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 18:00-მდე კი, ვაზისუბნის III, IV მიკრორაიონების და ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს. სამგორის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00-დან 14:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, მესხის, სავანელის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ლერმონტოვის, იაშვილის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ოქროყანის, შხეფის, დავითაშვილის, დადიანის და დუმბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00-დან 17:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შროშის და ქობულეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00-მდე კი - ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის და ძოწენიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონის მიმართულებით, 11:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ჭოპორტის, ლიახვის და ჟინვალის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტროენერგია არ ექნებათ ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.





