ჩვენ ვთანმხდებით იმაზე თუ როგორ უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია იქმნება ჩვენი ხალხის მონაწილეობით, ძირითად საკითხებზე საერთო შეთანხმებით, იგი ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ხალხს და სახელმწიფოს განვითარებას. ამით განისაზღვრება თუ რამდენად დემოკრატიულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და როგორ ვიცავთ მას მოქალაქეები. თავის დროზე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე მთელი საზოგადოება ყოფილიყო ჩართული კონსტიტუციაზე - უმთავრეს დოკუმენტზე მუშაობაში. მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ყველა გადაწყვეტილება იყო ერთპიროვნულად მიღებული და მთელი კონსტიტუციაც ერთ კაცზე მორგებული.
tbl.ge/zfx
დაკოპირდა
განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონსტიტუციის 20 წლისთავისთვის მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"
- ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა
- კუპრაშვილი: ღარიბაშვილი შესამოწმებელ პირთა სიაშია, დეკლარაცია შემოწმდება კანონის დაცვით
- ღარიბაშვილმა მშობლებისგან საჩუქრად 150 000 ლარი მიიღო
- ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: ღალატი ჩაიდინა, სირცხვილია ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან