თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის ინფორმაციით, ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, სამგორის, ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნადარეიშვილის, ქეთევან წამებულის, წინანდლის, გუთნის, ხახანაშვილის, ფოსტის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, ქურხულის, საბადურის და ჩიხლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნაკაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 18:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ბახტრიონის, კუტუზოვის, ტაშკენტის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე 11:00-დან 16:00-მდე კი - დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, გოგი დოლიძის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ლებანიძის და ბორჯომის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება მუხიანის IVბ მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში კი, 10:00-დან 18:00-მდე, ელექტროენერგია არ ექნება ხეხილსანერგე მეურნეობის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, წერონისის, გორდის, სამღერეთის, ჟღენტის, ორბეთის, ნაქალაქევის, ხერთვისის და მაჩხაანის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.





