ჯაბა კანკავას ტრანსფერი

ჯაბა კანკავა ფრანგულ რეიმსში ჩაირიცხა

twitter.com/StadeDeReims

ჯაბა კანკავა ფრანგული რეიმსის ფეხბურთელია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი უკრაინული დნიპროდან ფრანგულ კლუბში გადავიდოდა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ 16 აგვისტოს გამოცხადდა.

ლ'ეკიპის ცნობით, კანკავა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა და მის სანაცვლოდ ფრანგებმა უკრაინელებს, დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

კონტრაქტი 3+1 სისტემით გაფორმდა.

რაც შეეხება რეიმსს, ქართველმა ფეხბურთელმა ტრიბუნიდან ადევნა თვალი საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩს, სადაც მისმა ახალმა თანაგუნდელებმა 1:0 დაამარცხეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, მარსელის ოლიმპიკი.

კომენტარები