ჯაბა კანკავა

ჯაბა კანკავამ ოლიმპიაკოსს გოლი გაუტანა

edition.cnn.com

ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ მატჩში გუშინ დნიპროს ქართველმა ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ ოლიმპიაკოსთან მატჩში გოლი გაიტანა. კანკავა მიმდინარე ევროპის ლიგაზე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო დნიპრომ ოლიმპიაკოსს კიევში უმასპინძლა. უკრაინულმა კლუბმა ოლიმპიაკოსს 2-0 მოუგო და მას შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ანგარიში 50-ე წუთზე საჯარიმოს გარედან გატანილი გოლით გახსნა. ჯაბას გოლიდან 5 წუთში დნიპრომ მეორე გოლიც გაიტანა. კანკავამ გუშინდელ მატჩში შეუცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

კომენტარები