საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

თინა ხიდაშელი: საქართველო მიიწევს დასავლეთისკენ

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიას "საქართველო რუსეთთან კონფლიქტს შეეგუა" ეხმაურება. მინისტრის წერილი ამავე გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სახელწოდებით "საქართველო მიიწევს დასავლეთისკენ".

"მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადოთ - საქართველო მიჰყვება თავის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებს. საქართველოს ხელისუფლება არ იშურებს ძალისხმევას, რათა აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დაასრულოს ევროკავშირთან ინტეგრაცია NATO-ს წევრობისკენ უმოკლესი გზის ძიების პარალელურად. ამ პროცესის შეჩერება არანაირ პროვოკაციას არ შეუძლია.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი გზა, რათა დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოება. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ. ამაყი ვარ, რომ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და ამერიკელი ჯარისკაცები ქართველების მხარდამხარ იდგნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ცერემონიალზე.

საქართველომ ისწავლა წარსული შეცდომებიდან, ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ცდილობს, ხელი შეუწყოს მშვიდობას და სტაბილურობას, რის პარალელურადაც ჩვენი მიზანი NATO-ს და ევროკავშირის დემოკრატიების ოჯახში შესვლაა", - წერს ხიდაშელი.

კომენტარები