სახელმწიფო ბიუჯეტი

ქადაგიძე: ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უნდა ასახავდეს ახალ რეალობას

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უნდა ასახავდეს ახალ რეალობას.

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვანი საგარეო შოკის პირობებში. ჩვენ გვაქვს საგადამხდელო ანგარიშის შოკი. წლიურად საქართველოში შემოვა მილიარდი დოლარით უფრო ნაკლები, ვიდრე შემოდიოდა წინა წელს. ამიტომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი - მათ შორის, ბიუჯეტი უნდა ასახავდეს ამ ახალ რეალობას. ეს არის მთავარი საზრუნავი იქამდე, სანამ არ მოვახერხებთ ფუნდამენტური ფაქტორების აღმოფხვრას და შემომავალი ფულადი ნაკადების გაზრდას, როგორიცაა ექსპორტი, ტურიზმი, გზავნილები", - თქვა ქადაგიძემ.

კომენტარები