წინასაარჩევნო დაპირება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეს დაპირება იყო სწორედ ოთხწლიან მმართველობაზე

მე მინდა ძალიან მოკლედ შევაჯამო ის ორი წელი და მალე სამი წელი შესრულდება ოქტომბერში, მას შემდეგ რაც მოვედით ხელისუფლებაში, მე შევახსენებ მოსახლეობას და თქვენს მაყურებელს, რომ თითქმის ყველა ის დაპირება, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და კოალიცია ქართული ოცნების მიერ იყო გაცემული ეტაპობრივად შესრულდა და სრულდება. რაც მთავარია ეს პროცესი გრძელდება და ჩვენი ეს დაპირება იყო სწორედ ოთხწლიან მმართველობაზე. 

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ჯი დი ესის გადაცემა 2030-ის ეთერში

კომენტარები