მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და დღეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. ჩემი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა კი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკოსი იგივე პრინციპებით ხელმძღვანელობს, ამიტომ ამ ჭორაობაში ჩართვას, რომელიც მხოლოდ არაკეთილგანწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, არ ვაპირებ. არც ეს ატეხილი ისტერია მესმის, რომ პარლამენტში მიბარებენ. არ მესმის ვირტუალური დაბარება. გამაგებინონ, რომელ საათზე, როდის, სად, თბილისში, თუ ქუთაისშია ნდობის ჯგუფის სხდომა და შემდეგ მოაწყონ ისტერიკა იმაზე, რომ თურმე სადღაც დაბარებული ვყავარ და თუ უარს ვიტყვი იქ მისვლაზე... ეს, რაღაც გაღებული კარის მტვრევა... გავიგე, რომ ადამიანებს ალბათ მოთხოვნილება აქვთ, რომ ამ ისტერიკაში უნდა იყვნენ, მაგრამ ამ ისტერიკის მონაწილე ნამდვილად ვერ გავხდები.
tbl.ge/o6e
დაკოპირდა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მის პარლამენტში დაბარებაზე. თავისუფალი დემოკრატები ხიდაშელის ნდობის ჯგუფის ფორმატში მოწვევას ითხოვენ. მათ კითხვები აქვთ საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.
ამავე თემაზე
- თანხის სანაცვლოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის არიდებაში ეხმარებოდა - 1 პირი დააკავეს
- ნორიოს საწვრთნელ არეალში, NATO-ს სწავლების დროს 2 ამერიკელი სამხედრო დაშავდა – სამინისტრო
- ზურაბიშვილი: სრულიად მიუღებელია, რომ რეპრესიები და დათხოვნები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს
- გარდაიცვალა კაპრალი, რომელიც 1 თვის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა
- ღარიბაშვილი ხიდაშელზე: 4 წელი ისე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ, საერთოდ კითხვა არ დასმულა




