ტერორიზმი

ტუნისში ტერაქტს 40-მდე ტურისტი ემსხვერპლა

bbc.com

ტუნისში, კურორტს სუსში ტერორისტების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაღუპა. BBC-ს ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 36-ს შეადგენს. ტერორისტებმა სროლა პლაჟზე ატეხეს, სადაც უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა შორის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მოქალაქეები არიან.

ტუნისის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა ერთი თავდამსხმელი მოკლეს.

მარტში, ტუნისის დედაქალაქში ტერორისტების თავდასხმის შედეგად ასევე 21 უცხოელი ტურისტი დაიღუპა.

კომენტარები