სტიქია თბილისში

გიორგი გოცირიძე: ესსე ახალდაბის მეწყრის წარმოშობაზე

ესსე გლეხურად ახალდაბის მეწყრის (და არა ვერეს წყალმოვარდნისა და ღვარცოფის) წარმოშობაზე (მე-2 კურსის "ზოგადი გეომორფოლოგია" - მოტივების მიხედვით).
"თუ ფაქტორები და აგენტები ერთმანეთს შეუთანხმდნენ - სიტუაცია მძიმდება!" - გოცა
ფაქტორები:
1. ეს ფერდი ერთ-ერთი ყველაზე დახრილი ფერდია მთელს ვერეს ხეობაში;
2. მაინცდამაინც აქ ფერდის დახრა და ქანების დახრა ემთხვევა ერთმანეთს (ეს დამთხვევა ცუდია, ვინაიდან მდინარე ან გზა საყრდენს უჭრის ქანების ზედა შრეებს ზედა ქანი ქვედა ქანზე ცურდება ისე იოლად, როგორც ბანქოს "კალოდა");
3. ვინაიდან ქანების დახრა ფერდობის მიმართულებას ემთხვევა მიწისქვეშა წყლები იოლად და სწყაფად მიუყვებიან ქანებს შორის სივრცეებს და წარმოქმნიან მიწისქვეშ ზედა ქანების დაცურების წყლის აპკს თუ ამ ფერდებზე გზების, სამშენებლო მოედნების, ელექტრო გადამცემი ხაზების (ტყის კაფვა) მოწყობას ხდება (მიწის მოჭრისას შიშვლდება ქანებს შორის ნაპრალები);
4. ეს ფერდი ჩრდილოეთისკენ არის მიმართული და თოვლის ხანგრძივი დნობა ეხმარება თოვლის ნაჟურით გრუნტების კარგ გაჟღენთას და ინტენსიური გრუნტის წყლების არსებობას;
5. ხშირი ტყე კიდევ უფრო ახანგრძლივებს ტენის შენარჩუნებას ნიადაგში;
აგენტები:
ა) ბუნებრივი აგენტები: გამოფიტვა, წვიმა, თოვლი და სეტყვა;
ბ) ხელოვნური აგენტები: ტყის კაფვა, გზების გაჭრა და სამშენებლო მოედნებით რელიეფის (გრუნტის მოჭრა-დაყრა) შეცვლა.
როდესაც აღნიშნულ ფაქტორებს აღნიშნული აგენტები ემთხვევა, მაშინ ვითარდება ან კლდეზვავი ან მეწყერი ან ჩამონაშალი ან ქვათაცვენა.
ახალდაბის მეწყერზე მოხდა:
ხუთივე ფაქტორის პირობებში ორივე ჯგუფის აგენტების მოქმედება.
ამ ტოლობას გამიზნულად არ ვუმატებ სეისმიკას (მიწისძვრას) - სხვა საკითხია...
ეპილოგი, ზე-გლეხურ ენაზე:
კომუნისტების დროს ორივე გზა (წყნეთი-სამადლოსი და წყნეთი-ახალდაბა) და ერთი ელექტროგადამცემი ხაზი აშენდა იქ, სადაც არ უნდა აშენებულიყო!
P.S. ამავე კომუნისტურ პერიოდში ვაკე-საბურთალოზე აშენდა მიწაყრილის ბარიერი ქართული ღვარცოფისთვის "არასაკადრისი" გვირაბით.
...მარქსი, ენგელსი, ლენინი, სტალინი და ზემოდან ყრილობები...

ამბობს გეომორფოლოგი გიორგი გოცირიძე.

კომენტარები